მთავრობას მოსახლეობის მიერ ინიცირებული არცერთი პეტიცია არ განუხილავს

947

მთავრობას მოსახლეობის ინიცირებული არცერთი პეტიცია არ განუხილავს. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

მათი თქმით, ichange.gov.ge-ის პლატფორმის ჩაშვებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 400-მდე პეტიცია, საიდანაც 200-მდე გამოქვეყნდა, ხოლო ამდენივე კი უარყოფილია. როგორც საიაში ამბობენ, პლატფორმა დასახვეწია, პეტიციის ავტორებს ხშირად პრობლემას სწორედ ის ვადები უქმნის, რა დროშიც ხელმოწერები უნდა შეგროვდეს. არის საუბარი იმაზეც, რომ 1 თვიანი ვადა შემცირდეს, რათა მოსახლეობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდეს.

შეგახსენებთ, რომ პორტალი Ichange.gov.ge-ის გამოყენებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული პეტიციის შექმნა, ხოლო საკმარისი ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება უპასუხოს პეტიციას და ეს პასუხი პორტალზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს.