ქვემო ფონიჭალაში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

875

კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის N28 კორპუსისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებისთვის ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნულ მისამართზე ბილიკები და სკამები მოეწყო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

ამ ეტაპზე, სამუშაოების ფარგლებში, რელიეფის მოსწორება და ტერიტორიის გამწვანება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „კგა“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.

“მიმდინარე წელს, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობისთვის კრწანისის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მისამართზე განახორციელა. კერძოდ, ასფალტის საფარი 20 286 კვ.მ-ზე დაიგო, ორ მისამართზე არსებულ სკვერს კი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა”, – აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.