კონსტანტინე თავზარაშვილი: გორში ბულვარი მოეწყობა (ვიდეო)

634

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, გორში გოგებაშვილის ქუჩაზე ბულვარი მოეწყობა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამის შესახებ კონსტანტინე თავზარაშვილმა 25 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის facebook გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოები, მერიის გადაწყვეტილებით, კომბინატის ტერიტორიაზე გადავა და იქ როგორც თავზარაშვილი აღნიშნავს ბულვარი გაკეთდება.