მერაბ ქვარაია: პრემიერს აქვს კონკრეტული ხედვები და სჭირდება ახალი, ეფექტური გუნდი დასახული მიზნების განხორციელებაში

929

“პრემიერს აქვს კონკრეტული ხედვები და სჭირდება ახალი, ეფექტური გუნდი დასახული მიზნების განხორციელებაში, – ასე შეაფასა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დღეს მამუკა ბახტაძის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებები. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ცვლილებები ნებისმიერი ჯანსაღი ხელისუფლებისთვის არამარტო ნორმალური, არამედ აუცილებელი მოვლენაა. პრემიერს აქვს კონკრეტული ხედვები და დასახული მიზნების განხორციელებაში ახალი, ეფექტური გუნდი სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე იყო ცუდი ან კარგი იქნება, უბრალოდ დღის წესრიგშია ახალი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გამკლავებაში საჭიროა განახლებული შემადგენლობა“, – აცხადებს ქვარაია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზად მან რეგიონული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება და არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა დაასახელა, რომელიც პრემიერის თქმით, გამოწვევებს ვერ პასუხობს.