რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან თეიმურაზ აბაზოვის მხარდამჭერები აქციას მართავენ

661

წინა სტატია

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მარნეულის ყოფილი მერის თეიმურაზ აბაზოვის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები აბაზოვის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ აქვთ ლოზუნგები „დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი, თავისუფლება თემურ აბაზოვს“. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში  თეიმურაზ აბაზოვის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აბაზოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.

მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვისადვოკატი გაგი მოსიაშვილის თქმით, ისინი ბრალდებულის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 40 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.