გორის მერი: ქალაქში საგზაო ნიშნებისა და ზებრა გადასასვლელების პრობლემა ნამდვილად არის

890

“ქალაქში საგზაო ნიშნებისა და ზებრა გადასასვლელების პრობლემა ნამდვილად არის“, – გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი “რადიო მოზაიკასთან“ ამბობს, რომ გზებს, აქამდე, უხარისხო და იაფი მასალით ხაზავდნენ.

“ქალაქი იხაზება, მაგრამ ერთ თვეც არ ძლებს, შემდეგ ისევ გვიხდება ქუჩების ხელმეორედ დახაზვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი და სულ მალე ქალაქში საგზაო ნიშნები პლასტმასშერეული საღებავებით დაიხაზება , რომელიც საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც უკვე აპრობირებულია. ეს მასალა ძლებს დაახლოებით სამი წელი“, – განაცხადა თავაზარაშვილმა