ბათუმის საკრებულოში ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

735

ბათუმის საკრებულოში ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას tv25 ავრცელებს.

შესაბამისი ველი წარმომადგენლობითი ორგანოს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია. აპლიკაციის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი მოთხოვნები დაარეგისტრირონ.

ელექტრონული პეტიცია აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დაინერგა.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა თვითმმართველობებისთვის აპლიკაცია უსასყიდლოდ შექმნა.