ახალციხეში, მარდის დასახლებაში, დაზიანებული ცხაურები გამოცვალეს

803

წინა სტატია

ახალციხეში, მარდის დასახლებაში ორი თვის წინ დაზიანებული ცხაურების ნაცვლად ახლები დააწყეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ცხაურები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შეიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ ცხაურებს შიდა გზების მოვლაზე პასუხისმგებელი კომანია შპს „ოცხეა“. აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ქალაქის ქუჩებში დაზიანებული ცხაურების შეცვლა დაიწყო.