ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

797

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა.

როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იუწყება, გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის კვალიფიციური ეკონომისტი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მაგისტრი.

“იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება “ევექსის” (ამჟამად სს GHG) საოპერაციო დირექტორის პოსტს. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა”,- აცხადებენ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.

გრიგოლ ნემსაძე  ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და  რეგიონის მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ უკვე წარუდგინა.