მარნეულში ახალი ჭაბურღილი და სატუმბი სადგური გაიხსნა

624

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. პროექტი, რამდენიმე დღეა ექსპლუატაციაში შევიდა.

მარნეულის მერიის ცნობით, პროექტი დიდ მასშტაბებზეა გათვლილი და სასმელი წყლით 17 სოფელს მოამარაგებს. ჯამში აღნიშნული პროექტით ისარგებლებს 2 533 აბონენტი (სულადობა 8 612).

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რგპფ) თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 506 949 ლარია.