გურჯაანში დაზიანებული გზების მონიტორინგი მიმდინარეობს

610

უკვე რამდენიმე თვეა ქალაქ გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე გზა ჩანგრეულია. გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის განმარტებით, ამჟამად მსგავსი საკითხების მონიტორინგი მიმდინარეობს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

„მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების შესწავლა და ინფორმაციის დამუშავება. მოვამზადებთ წერილს და უახლოეს მომავალში გადავუგზავნით საავტომობილო გზების დეპარტამენტს”, – თქვა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგ უკვე ამ სამსახურის პრეროგატივაა, როდის და რა ვადაში ჩატარდება სამუშაოები.