მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს (ფოტო)

1583

წინა სტატია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიურ მუზეუმს აშენებს. აღნიშნული პროექტი,  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება 9 მილიონ  ლარს აჭარბებს.

როგორც ფონდში აცხადებენ, ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა სათავსები განთავსდება.

“პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოები  ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.
პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით”, – ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი იქნება მცხეთის ახალი არქეოლოგიური მუზეუმი