გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება

782

ქარელის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჭვრინისში და გულიკაანთკარში სანიაღვრე არხები მოეწყობა, ხოლო სოფელ ბრეძაში სარწყავი სისტემის სარიაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემის საპროექტო დოკუმენტაცია, USAID- Zrda- პროექტის ფარგლებში მოუმზადდა, ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებაზე ვალდებულება კი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა.

ბრეძის სარწყავი სისტემის რიაბილიტაციისათვის 43594 ლარია გამოყოფილი, ჭვრინისის სანიაღვრე არხის რიაბილიტაციისათვის 43433, ხოლო გულიკაანთკარის სანიაღვრი არხზე 49572 ლარს დახარჯავს ქარელის მუნიციპალიტეტი.

,,გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციალება 2019 წლის ბოლოს მთლიანად დასრულდება.“ – აცხადებენ ქარელის მუნციპალიტეტის მერიაში.