ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართება

1066

დადიანების სასახლის ეზოში, 25 ივლისს, დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ!“ გაიმართება. ღონისძიების მიზანია დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების არაფორმალურ გარემოში შეხვედრა. პარალელურად, გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვაც. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ფესტივალი 19:00 საათზე დაიწყება და დასრულდება 22 საათზე, კონცერტით. დასაქმების ფესტივალში მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და თან იქონიონ რამდენიმე რეზიუმე, რომელსაც დამსაქმებელს წარუდგენს.

ღონისძიება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.