ყვარელში თაღლითობის ბრალდებით ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორი დააკავეს

635

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ა(ა)იპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი სოლომნიშვილი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა “ილიას ტბის” მიმდებარე სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რომლის სანაცვლოდ მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი. დიმიტრი სოლომნიშვილის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული აღნიშნული ობიექტის მხოლოდ მოვლა – პატრონობა და არა მისი განკარგვის უფლება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტებით, რომელიც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ დიმიტრი სოლომნიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.