ისნის რაიონში, მათიაშვილის ქუჩის მე-8 შესახვევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

459

ისნის რაიონში, მათიაშვილის ქუჩის მე-8 შესახვევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოები პირველად, 1 610 მ2 ფართობზე ხორციელდება. მათ შორის, ეწყობა 99 გრძივი მეტრი ბორდიური. პროექტის ბოლო ეტაპზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოებს ისნის რაიონის დაკვეთით, შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს, რომლის ღირებულება 44 350 ლარია.

მათიაშვილის ქუჩის მე-8 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

“პროექტის განხორციელების შედეგად, გზის საავტომობილო და საფეხმავლო ნაწილი მოწესრიგდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს”, – აცხადებენ გამგეობაში.