საბურთალოს რაიონში, 5 მისამართზე, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

471

საბურთალოს რაიონში, 5 მისამართზე, სპორტული მოედანების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, შარტავას ქუჩა N18, პეკინის გამზირის N31, თოფურიას ქუჩა N12, პეტრიწის ქუჩა N12 და ყაზბეგის გამზირის N29ა კორპუსების მიმდებარედ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე ჰქონდეთ და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. ნოემბრის ბოლომდე კი, დაახლოებით, 20-მდე სპორტული სივრცე მოეწყობა. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, 13 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო. ვცდილობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

“პროექტის ფარგლებში, ლითონის ბადეები განახლდა, დაზიანებული ხელოვნური საფარი კი ახლით შეიცვლება. ასევე, მოეწყობა ყველა საჭირო ინვენტარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დოკასპორტი“ ასრულებს. პროექტების ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს”, – აცხადებენ გამგეობაში.