თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30 000 ლარით 20 სამშენებლო კომპანია დააჯარიმა

1178

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 30 000 ათასი ლარით ოცი კომპანია დააჯარიმა. ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლში მიმდინარე წელს შევიდა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო კომპანიების მხრიდან ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევა პროექტის დარღვევითა და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაა.

“სამშენებლო სამართალდარღვევა არ ითვალისწინებს ერთსა და იმავე ქმედების განმეორებით ჩადენასა და გამკაცრებულ სანქციას. კომპანიას, უსაფრთხოების წესების ხელმეორედ დარღვევის გამო, ჯარიმის სახით კვლავ დაეკისრება 30 000 ლარი“, – განაცხადეს მერიის ზედამხედველობის სამსახურში.