„ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან 2 გვირაბი და გზაჯვარედინი მოეწყობა

913

მარშალ გელოვანის გამზირის და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიურ კვლევაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

სატენდერო პირობების თანახმად, 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 500 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე უშუქნიშნო ტიპის გზაჯვარედინი, უნდა მოეწყოს, რომელიც 2 გვირაბსაც ითვალისწინებს, რომელთა მეშვეობითაც გზების გადაკვეთის დონეები დაცალკევდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობის მთავარი ნაკადი, რომელიც იმოძრავებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ისარგებლებს მარშალ გელოვანის გამზირით; სამხრეთიდან ჩრდილოეთით მიმავალი ნაკადი კი მარჯვენა სანაპიროს ქუჩას გამოიყენებს.

აღნიშნული გზაჯვარედინის მოწყობის დეტალური პროექტი კორეული საკონსულტაციო ფირმის “DOHWA Engineering Co.,Ltd” მიერ 2018 წელს არის მომზადებული.

„პროექტის ტერიტორია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თბილისის სამხრეთი და ჩრდილოეთ დამაკავშირებელს. მისი ფუნქციის და საგზაო იერარქიის მიხედვით, მარშალ გელოვანის გამზირი და მტკვრის მარჯვენა სანაპირო სატრანსპორტო არტერიად მიიჩნევა. შემოთავაზებულ გზებზე ამჟამად შუქნიშნით რეგულირებადი ორმხრივი მოძრაობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება საგრძნობლად შეამცირებს მგზავრობის დროის ხარჯებს და უზრუნველყოფს მყარი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს რეგიონის უფრო ეფექტური ინტეგრაციიას და ეკონომიკური ზრდას,“-აღნიშნულია დოკუმენტაციაში.