ამფითეატრი, ღია კაფე, საგამოფენო სივრცე – რისი გაკეთება იგეგმება კიკვიძის პარკში?

1680

დედაქალაქის მერია კიკვიძის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

მერიამ ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, 1-ელ აგვისტოს იწყება და 6 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 300 000 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტის ძირითადი მიზანია, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვისა და ხანში შესული ადამიანებისთვის.

ტერიტორიაზე დაგეგმილია, 3 საბავშვო და 2 სავარჯიშო ზონის,ამფითეატრის, ღია კაფეს, საპიკნიკე და დასასვენებელი ზონების,საგამოფენო სივრცისა და სამაგიდე თამაშებისთვის სპეციალური ზონის მოწყობა.

„პარკის ტერიტორიაზე ძირითადი ბილიკების გაყოლებაზე მოეწყოს სხვადასხვა სახეობის ზრდასრული ხე-მცენარეების ხეივნები და შიდა თარგებში დაირგოს მცენარეთა ბიო ჯგუფები. მოეწყოს დამატებითი ბილიკები და ძირითად ბილიკებზე მოეწყოს ღამის განათება; მოეწყოს განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან; პარკის მთელ ტერიტორიაზე განთავსდეს საინფორმაციო დაფები და ამკრძალავი ნიშნები; პროექტირების ფარგლებში უნდა დამუშავდეს პარკის შესასვლელის არქიტექტურული კონცეფცია. საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები.

შენარჩუნებული იქნას ცენტრალურ ნაწილში არსებული ე.წ სასმელი წყაროს კონცეფცია; პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში უნდა განთავსდეს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ფასიანი (მომსახურე პერსონალის გარეშე) ეკო/ბიო რეტერატი. პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნას საველოსიპედე ბილიკის მოწყობა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.