გარდაბნის მერმა ბაკალავრის დიპლომის აღებას 18 წელი მოანდომა (ვიდეო)

1250

გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრის დიპლომის აღებას 18 წელი მოანდომა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. “ინფო რუსთავმა” რამაზ ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლი მოიპვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ 2005 წელს დაასრულა.

2005 წელს ბუდაღაშვილს, საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის კვალიფიკაციით. გარდაბნის ამჟამინდელი მერი პროფესიით საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალისტია.

18 წლიან სტუდენტობაზე ბუდაღაშვილმა გამოცემასთან საუბარი არ ისურვა, თუმცა დაადასტურა რომ ეს ნამდვილად მისი დიპლომის ასლია.