აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრებს დაუპირისპირდნენ

986

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ფაქტი აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის მოსმენის დაწყებამდე მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები მმართველი გუნდისგან განმარტებას ითხოვდნენ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენას შეეხება. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენაზე საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.

ოპოზიციის განცხადებით, წარდგენილი დოკუმენტი განხილვისთვის საკმარისი არ იყო.

აღნიშნულ საკითხზე განმარტება გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ბაციკაძემ.

“ევროპული საქართველოს წევრი პეტრე ზამბახიძე არის დემაგოგი. ბრძანებაში წერია, რომ გადმოგეგზავნებათ თორნიკე რიჟვაძის და მის მიერ შეთავაზებული მინისტრობის კანდიდატები . იქვე დოკუმენტზე თანდართული ფურცელი იყო, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგზავნის დარეგისტრირებულ დოკუმენტს პრეზედენტის აპარატს მინისტრების სახელებსა და გვარებს სამინისტროების მიხედვით. ასე ხდება ხოლმე, იწერება ერთ ფურცელზე ტექსტი და შემდეგ თანდართული მასალები ეკვრება”,- განაცხადა დავით ბაციკაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.