ახალციხის სოფელ სვირში საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

647

წინა სტატია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 343 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სვირის რეაბილიტირებულ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. შენობა სამი სოფლის: სვირის, ბოგისა და ტატანისის 50-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში საბავშო ბაღი ათეული წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და გარდა საბავშვო ბაღისა, მასში განთავსდება ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრიც.