ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოეწყო

604

ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N10-ში, ახალი სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე განთავსდა.

“პროექტის ფარგლებში, 320 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა განათებები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო.

არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შეუძლია მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით ისარგებლოს”, – აცხადებენ გამგეობაში.

ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „ტაომ“ განახორციელა.