დღეს თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებს თავის პროგრამასა და გუნდს გააცნობს

წინა სტატია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მოუსმენენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებს თავის პროგრამასა და გუნდს გააცნობს. კითხვებს მინისტრობის კანდიდატებიც უპასუხებენ. რიჟვაძე ეკონომიკისა და სოფლის მეორნეობის მინისტრებს ცვლის.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ცვლილებები მათთან შეთანხებულია, თუმცა კითხვები რეგიონის აქტუალურ თემებზე ექნებათ.

ოპოზიციის განცხადებით კი დღესაც იგივე პრობლემებია რაც ზურაბ პატარაძის დამტკიცებოს დროს იყო, შესაბამისად არც შეკითხვები შეცვლილა.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ უმაღლესი საბჭოს ბიურო მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად რიგგარეშე სესიის ზუსტ თარიღს გამოაცხადებს.

პრეზიდენტმა რიჟვაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. ის “ქართული ოცნების” კანდიდატია, ოპოზიციას კი საერთო კანდიდატი ჰყავდა დასახელებული არმაზ ახვლედიანის სახით.

ახვლედიანის შეფასებით, ის ელოდა, რომ პრეზიდენტი “მაინც მოახერხებდა და მიიღებდა პრინციპულ გადაწყვეტილებას”.

იმისთვის რომ კანდიდატი აჭარის მთავრობის მეთაური გახდეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატი აქვს.

თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი იყო. მანამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები