არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირებისთვის კანონში ცვლილებები შევა

943

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არქიტექტურული საქმიანობის სერთიფიცირებისთვის კანონში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, არქიტექტურული საქმიანობის სერთიფიცირება საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

„არქიტექტურული საქმიანობის სერთიფიცირება საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა დაგვავალა. არქიტექტურის პრობლემები არა მხოლოდ მერიაში, არამედ მერიის გარეთაც არის. საჭიროა როგორც კვალიფიციური რევიზია, ასევე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებების და განაშენიანების რეგულირების გეგმების კვალიფიციური მომზადება. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ პარლამენტთან იმისათვის, რომ მოხდეს კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, გაიწეროს პროცედურა, თუ როგორ განხორციელდება სერთიფიცირება და სავარაუდოდ, მომავალი წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ საქმიანობის სამართლებრივად დაქვემდებარება,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.