თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების პროექტს იწყებს

1235

თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.

პროექტში მონაწილეობის შესძლებლობა 18-29 წლის ადამიანებს ექნებათ. მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. პროექტის მიზანია ახალგაზრდობას მიეცეს შესაძლებლობა, ზაფხულის პერიოდი საინტერესოდ გაატარონ. ბანაკების აქტივობები 20 ივლისიდან იწყება, ხოლო ლაშქრობები – 25 ივლისიდან.