თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკვერს ბუენოს-აირესის სახელი დაერქმევა

871

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სკვერს  ბუენოს-აირესის სახელი მიენიჭება.

„არგენტინის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა  აღიარა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, აფასებს რა, არგენტინის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის საქმეში, მზად არის ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მდებარე ერთ-ერთ სკვერს – წერეთლის გამზირზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბუენოს აირესის სახელი მიანიჭოს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თინათინ ნიბლოშვილმა კი აღნიშნა, რომ საკითხი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ უკვე განიხილა. ახლა დარჩა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი. შესაბამისად, არგენტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცათ დოკუმენტი, რომელიც სკვერის სახელდების ნაწილში თბილისის საკრებულოს მზადყოფნას ადასტურებს.