ახალციხეში მთის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1194

ახალციხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექების გამო დაზიანებული მთის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ გზებით 10 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ურავლის მთის გზაზე მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ხეოთის მთაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

რეაბილიტირებული მთის გზებით, ურავლის, მუსხსი, ხეოთის, აწყურის, წნისის, საყუნეთის, გიორგიწმინიდის, ფერისის, მინაძისა და ჭაჭარაქის მოსახლეობა ისარგებლებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოებისათვის ტენდერი არ გამოცხადებულა და გზების რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა მუშაობს. რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან, ეს სამუშაოების დასრულების შემდეგ გაირკვევა.