თბილისის ბაგა-ბაღებში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცხადდება

1696

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფრომაციით, ცხადდება კონკურსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის (ბაგა–ბაღები) რიგ ვაკანტურ პოზიციებზე დასაქმების მიზნით. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აცხადებს კონკურსს ახალ და მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე.

კონკურსი ცხადდება შემდეგ პოზიციებზე: სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საქმისმწარმოებელი; საქმისმწარმოებელი (ბუღალტერია); ფსიქოლოგი; ლოგოპედი; აღმზრდელის თანაშემწე; მუსიკის პედაგოგი; ცეკვის პედაგოგი, ჩატარდება 2 (ორ) ეტაპად: 1) განცხადებების გადარჩევა; 2) გასაუბრება. გასაუბრების ზუსტი დროის შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ სმს-შეტყობინების სახით.

კონკურსი, შემდეგ სამ პოზიციზე: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი; აღმზრდელი და სპეციალური, პედაგოგი ჩატარდება 3 (სამ) ეტაპად: 1) განცხადებების გადარჩევა; 2) ტესტირება და 3) გასაუბრება. ტესტირება ჩატარდება სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრი“-ს მიერ. ტესტირების ჩატარების ზუსტი დროისა და ადგილის თაობაზე აპლიკანტებს ეცნობებათ სმს შეტყობინების სახით. ტესტირების ეტაპზე მაქსიმალური ქულა არის 60. ტესტირების ეტაპს გადალახავს აპლიკანტი, რომელიც მიიღებს მაქსიმალური ქულის 50%-ს,  30 ქულას.

გასაუბრების ზუსტი დროის შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ სმს-შეტყობინების სახით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა შეავსოს დასაქმების განაცხადი ბმულზე.

ვაკანტური ადგილებია: სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი; საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საქმისმწარმოებელი; საქმისმწარმოებელი (ბუღალტერი); სპეციალური პედაგოგი; ფსიქოლოგი; ლოგოპედი; ​I-ლი ცვლის აღმზრდელი (0.67 განაკვეთი); ​II-ეცვლის აღმზრდელი (0.33 განაკვეთი); აღმზრდელი (0.50 განაკვეთი); აღმზრდელის თანაშემწე; მუსიკის პედაგოგი; ცეკვის პედაგოგი.