ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და გიორგი გახარია დაინიშნენ

741

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნენ.

შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

პარლამენტმა ახალი მთავრობა 14 ივლისს დაამტკიცა.