აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის ვადა ხვალ იწურება

763

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის დასახელების ვადა პრეზიდენტს ხვალ ეწურება. გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები უამღლესი საბჭოს პოლიტიკურ წრეებთან და საინიციატივო ჯგუფთან უკვე გაიარა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ ამ პოსტზე პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის, ოპოზიციამ არმაზ ახვლედიანის, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა გოჩა გუგუნავას კანდიდატურა წარუდგინეს.

უმაღლესი საბჭოს მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევანს სწორედ მათ მიერ შერცეულ კანდიდატზე შეაჩერებს. აქვე გეტყვით, რომ უმაღლესმა საბჭომ  გაასაჯაროვა თორნიკე რიჟვაძის მინსიტრთა კაბინეტის შემადგნელობა. ოთხი მინისტრიდან ორი ახალი სახეა.  ამასთან, პოსტებს შეინარჩუნებენ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს.