თბილისი ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 სამიტს მასპინძლობს

დღეს თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიებას სასტუმრო „რუმსი“ მასპინძლობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – პარლამენტის დღე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. სხვადასხვა ქვეყნის მოდერატორებთან ერთად, დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ საკანონმდებლო ჩართულობის პრაქტიკაზე.

ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.

ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნისმართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

საქართველო 2017 წლიდან “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა.

სამიტთან დაკავშირებით საქართველოში მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ჩამოვა, სადაც ის სიტყვით გამოვა.

მსგავსი სიახლეები