თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე ყვარელში შეხვედრა გაიმართა

1018

ყვარლის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21 თავის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

შეხვედრაზე  ადგილობრივი თვითმართველობის მოდელებსა და რეგიონში უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.