ხონის სოფელ მათხოჯსა და დედალაურში შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

466

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯსა და დედალაურში შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე, სადაც ამ დრომდე გადაადგილება როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ბეტონის საფარი იგება და კაპიტალური სანიაღვრე არხები ეწყობა.

“პროექტი ხორციელდება ხარისხიანად, ეფექტურად და მოსახელეობის ინტერესების გათვალისწინებით. სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ილია ყუფარაძე სოფლებში მათხოჯსა და დედალაურში შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ.