ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავენ

686

უახლოეს მომავალში, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ვახტანგ ლომჯარიამ თავშესაფარში არსებული ვითარება თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძესა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

მისი თქმით, თავშესაფარში ყოველდღიურად 300-მდე ცხოველია, რომელთაც სხვადასხვა სახის მკურნალობა და სტერილიზაცია უტარდებათ.

„უახლოეს მომავალში თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, ასევე დაგეგმილია ვეტექიმების რაოდენობის გაზრდა და რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა უპატრონო და მიუსაფარი ცხოველები უკეთეს პირობებში იყვნენ. ცხოველებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიდგომები გასულ წლებთან შედარებით ბევრად ჰუმანურია“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ცხოველთა გამრავლების კონტროლის მიზნით, კანონში ცვლილებები იგეგმება.