დაბა ქედაში შესასვლელი გზა გაფართოვდა

1049

დაბა ქედის ცენტრში შესასვლელი საავტომობილო გზა გაფართოვდა. ეს გზა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია. გზის გაფართოებისა და კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტმა 1 200 000 ლარი დახარჯა. ამის შესახებ iregions.ge წერს.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ქედის მერია ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მალე განათების სისტემას დაამონტაჟებს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.