გურჯაანში ნაგვის ახალი ურნები დაიდგა

889

გურჯაანში, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგვის ურნები ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონტეინერებით შეიცვალა. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, ძველი დაზიანებული იყო, ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 ახალი ურნა შეიძინეს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელის დიანა რაქვიაშვილის განმარტებით, ამისთვის 19 425 ლარი გამოიყო.

“ამჟამად მიმდინარეობს მისი დამონტაჟება და ურნები ქალაქის მასშტაბით გამოიცვლება. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც შპს „ინგრიდმა“ გაიმარჯვა. სამონტაჟო სამუშაოებს სწორედ ეს კომპანია შეასრულებს. რაც შეეხება ძველებს, ჯერჯერობით დასაწყობდება”, – თქვა დიანა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, ურნები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და დიდების მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიცვლება.