“ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, მაგნიტაფონს ორჯერ უკრავს” – კარდენახელები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. “ნუშებისა“ და „ტეტელოშვილების უბნის“ მცხოვრებლების თქმით, გზა ისეა დაზიანებული, ფეხით გავლაც კი შეუძლებელია. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

„ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, „მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს. აბა რა ვიცით, გვეშველება რამე?!“- ამბობენ ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლები.

კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები ივანე ხელაშვილი ამბობს, რომ საარჩევნოდ, ცენტრალური გზიდან ჩამოსასვლელი გააკეთეს მხოლოდ, რომლის სიგრძეც, მისი თქმით, 100 მეტრი იქნება. მცხოვრებლები ამბობენ, რომ როდესაც თოვლი მოვა მანქანები ცენტრალურ გზამდე საერთოდ ვეღარ ავლენ.
ადგილობრივი მკვიდრის მზია ბეროშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„რამდენჯერ შევიკრიბეთ, ვლაპარაკობთ, მაგრამ რა აზრი აქვს?! 35 წელია აქ ვცხოვრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც გზა გვეღირსა და არც არაფერი. ბავშვები სკოლაში წვალებით დადიან, თითო წყვილი ფეხსაცმელი ერთი კვირა არ ჰყოფნით. მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით, ხმები უნდათ რომ მიიღინ, ჩვენი ჯავრი კი არ აქვთ. ნორმალურად ჩაცმა და გავლა რომ გინდოდეს, ვერსად ვერ წახვალ, მტვერში და ტალახში ვიხრჩობით“, – ამბობს მზია ბეროშვილი.

ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლების მსგავსად გზის მოასფალტებას „ნუშების უბანშიც“ ითხოვენ: „გზა რომ არ გვაქვს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ვინ გააკეთებს?! სულ დახრამულია. ფეხითაც ჭირს გავლა, მაღაზიამდე ძლივს მივდივართ ხოლმე. მერი მოვიდა და შეგვპირდა დახმარებას, ველოდებით როდის შეასრულებენ დანაპირებს, სხვა რა გზა გვაქვს”, – ამბობს ლეო დოლენჯაშვილი.

გურჯაანის მერიაში ამბობენ, რომ 2018 წელს სოფელ კარდენახში 1 590 მეტრი გზა მოასფალტდება, რომელიც პროექტში ნაწილობრივ „ნუშების უბანსაც“ მოიცავს: “აქ 300 მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია. დაახლოებით ორ კვირაში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. გრაფიკის მიხედვით, სამუშაოების საწარმოებლად კომპანიას სამთვიანი ვადა აქვს განსაზღვრული“, – თქვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

რაც შეეხება ტეტელოშვილების უბნის გზის რეაბილიტაციას, ეს საკითხი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. როდის გადაიჭრება აღნიშნულ უბანში გზის პრობლემა, მერიაში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის თქმით, ახტალას რეაბლიტაციის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო და
წინა სტატია შაშიანის, კალაურის, ჭერემის,ზეგაანის, ჩუმლაყის, ბაკურციხის, კაჭრეთის და ზემო კაჭრეთის ამბულატორიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო
მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყველაზე მეტი თანხა საჩხერის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ "გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში საბრძოლო კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება.  ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის
პირველ მაისამდე ორი ა(ა)იპ-ის - "სპორტული გაერთიანებისა" და "მუნიციპალური კულტურის ცენტრის" რეორგანიზაცია დაიწყება. ინფორმაციას სპექტრი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ველისციხის ცენტრალურ
ქვეწარმავლის პოვნის გამო, სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა. მენეჯერის ინფორმაციით, ოთახში გველი ადგილზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო პროექტის "დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა მალხაზ ჩუგოშვილმა ახალი ინტენსიური კაკლის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება გურჯაანის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 17 პროექტი 5
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გურჯაანის მერია ქალებს 8 მარტს ბარაბანშოუთი მიულოცავს, - ამის შესახებ ადგილობრივი
1 მარტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სრული რემონტი
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა რეგიონებში დაგეგმილი რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაასახელა. კერძოდ, მისი
%d bloggers like this: