ისანში 7 მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების განხორციელება დაიწყება

522

ისნის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, შვიდ მისამართზე დაიწყება.

ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, სამუშოების ფარგლებში, დოდაშვილის ქუჩაზე N 20ა-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბრტყელი სახურავი შეიცვლება;  წითელწყაროს I შესახვევის, N 1/14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ქანობიან სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება;  ქ.წამებულის გამზირის N 82 და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსებში, სადარბაზოები გარემონტდება; კახეთის გზატკეცილის N 10 და სამგორის დასახლების N 32 კორპუსებში წყალარინების შიდა ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება; ვაზისუბნის დასახლების N17 კორპუსში ლიფტი განახლდება.

ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ პროექტების განხორციელებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადასცა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ისნის რაიონის გამგეობა უახლოეს მომავალში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამის ახალი წესის მიხედვით, დამატებით 40 პროექტს განახორციელებს.