გორის მუნიციპალიტეტის გაუქმებული ბიბლიოთეკებიდან გადაყრილ წიგნებს გორის ბიბლიოთეკაში აბრუნებენ

793

გორის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნანა აბრამიძე ამბობს, რომ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში გაუქმებული 40-ზე მეტი ბიბლიოთეკიდან გადაყრილი წიგნებიდან 25 ათასამდე წიგნის გადარჩევაა შესაძლებელი, რომელიც გორის ბიბლიოთეკაში განთავსდება. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, ბიბლიოთეკის თანამშრომლები გორის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში მოთავსებულ ფონდს მორიგ აღწერას უტარებენ.

ნანა აბრამიძე დეტალურად იხსენებს, თუ როგორც გაუქმდა 2011 წელს გორსა და გორის რაიონში 40-ზე მეტი ბიბლიოთეკა.