თბილისის მერიამ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა

1060

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, ხიდზე ასფალტის საფარი გამოიცვალა, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა, შეიღება მოაჯირები და განახლდა განათების სისტემა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბეები და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა. ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი, ხოლო მისი მოპირკეთების, ახალი განათების სისტემით აღჭურვისა და სხვა კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 200 000 ლარამდე დაიხარჯა.