მაია ცქიტიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კახეთში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდეს

674

კახეთში ძალიან მძიმე ვითარებაა, როგორც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად პროექტების შესრულებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით, – ასე უპასუხა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა კახეთის რეგიონის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის შეკითხვას.

“ბევრი დაწყებული პროექტი ამ რეგიონში, სამწუხაროდ, ვერ დასრულდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განახლებული მენეჯმენტი, სადაც ჩვენ ცვლილებები უკვე განვახორციელეთ და კიდევ ვგეგმავთ, ამჟამად ბევრ პროექტზე მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ ტემპებსაც დავაჩქარებთ და პრობლემებს დროულად მოვაგვარებთ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.