მაია ცქიტიშვილი: სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურობისთვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

665

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის დაგეგმილ ღონისძიებეზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება ახმეტის, თუშეთის, რაჭის, უშგულის მუნიციპალიტეტებში, კურორტ ლებარდეზე. ასევე დასკვნით ეტაპზეა მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი.

“სამინისტროში გადმოვიდა სივრცითი დაგეგმარების ფუნქცია და ჩვენ ბუნებრივია ვეცდებით მაქსიმალურად ორგანულად განვითარდეს ეს ფუნქცია რეგიონების განვითარების სტრატეგიების ჭრილში. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ როგორც ექსპერტების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით.

ამ მიზნით, ვფიქრობთ სამინისტროში შევქმნათ საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა შევქმნათ თითოეულ ამ დასახლებაში და ეკონომიკურად საინტერესო რეგიონებში ის განვითარების გეგმები, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონების სწორ და მდგრად განვითარებას ყოველგვარი ქაოტური განაშენიანების გარეშე”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს თვითმმართველობის გასაძლიერებლად სამომავლო გეგმებიც გააცნო.ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ცვლილებები იგეგმება.მან აგრეთვე განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში სწავლების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ყველა წესი რეგიონებსაც უნდა მოერგოს.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს მაშინდელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაია ცქიტიშვილი, ზურაბ ალავიძის ნაცვლად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობა წარადგინა, მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს.