გორის მოლაშქრეთა კლუბი ბალავანის ხევში ახალ ტურისტულ მარშრუტებს იკვლევს

962

გორის ტურიზმის ცენტრთან არსებული მოლაშქრეთა კლუბი ბალვანულას ხევში ახალ ტურისტულ მარშუტებს იკვლევს. ისინი ამჟამად მდინარე ტანას ერთ-ერთი შენაკადის, ბალავანის ხევის მდინარის სახელწოდებით არსებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლის თამაზ მაყაშვილის ცნობით, ექსპედიცია ნაყოფიერად მიმდინარეობს.

მოლაშქრეთა კლუბი მაისიდან აქტიურად ჩაერთი ტურისტულ საქმიანობაში. ის გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებასთან ერთად შეიქმნა.

მის შემადგენლობაში ინსტრუქტორ – ექსკურსიამძღოლები არიან, მანამდე უკვე რამოდენიმე საფეხმავლო ბილიკი დალაშქრეს. მათ შორის პირველად ეწვივნენ ,,დამჩქერას ჩანჩქერს“.

,,ატენი – ბოშურის გზაზე, მათ გაიარეს ატენის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია ( ვანიაანთუბანი ატენის სიონამდე), ატენის ციხე (დიდი ატენი – ატენის სიონამდე). ატენის სიონიდან ხელმარცხნივ გადაუხვიეს ნიკა ვაჩეიშვილის მარანთან და ვიწრო ხეობის გავლით დაბანაკდნენ ,,დამჩქერას ჩანჩქერთან“. სადაც სალაშქრო კლუბის ხელმძღვანელმა მამუკა (სკიპი) ნადირაძემ, საველე ტრენინგზე კლუბის წევრებს ერთხელ კიდევ შეახსენა ლაშქრობის დროს საჭირო ქცევის წესები და მოლაშქრე ინსტრუქტორ-გზამკვლევის უფლება მოვალეობები. ” – აღნიშნულია ტურიზმის ცენტრის განცხადებაში.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია კლუბის წევრებთან ერთად იმოგზაურონ და დალაშქრონ ტანას და მისი შენაკადების ხეობები.