პარლამენტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას ითხოვენ

წინა სტატია

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

,,სოფლის პროგრამა არ არის ახირება, ეს იყო 80-დან 110 პროექტამდე ყოველწლიურად, რომლებსაც თავად სოფლის მოსახლეობა ირჩევდა, იყო ეს სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. ხომ არ გვეფიქრა ამ პროგრამის აღდგენაზე? რა თქმა უნდა კარგია ჩქაროსნული მაგისტრალები, მაგრამ სოფლებში არის კონკრეტული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ამ სოფლების მაცხოვრებლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა, 2 წლის წინ გაუქმდა, რის გამოც მუნიციპალიტეტები სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვეღარ ახერხებდნენ. მოიშალა, ასევე, გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმიც.

2017 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას ითხოვენ. გასულ კვირას “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” II ფორუმზე ცნობილი გახდა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, შესაძლოა, მომავალი წლიდან შეცვლილი ფორმით აღდგეს.

მსგავსი სიახლეები