გორის მერი: კეთილმოწყობის სააგენტოში პროკურატურა შევიდა

689

“კეთილმოწყობის სააგენტოში პროკურატურის თანამშრომლები დოკუმენტაციას ეცნობიან”,- ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” გორის მერმა დაუდასტურა.

კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სააგენტოთიდაინტერესების შესახებ თავად აღნიშნული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა მიაწოდა ინფორმაცია.

“ვადასტურებ, რომ ადმინისტრაციულ შენობაში სხედან პროკურატურის თანამშრომლები და კეთილმოწყობის სააგენტოს საბუთებს ნახულობენ. ჩემთვის გაუგებარია ამის მიზეზი. არც პროკურატურას და არც საფინანსო განყოფილებას არ უცნობებია, თუ რას უკავშირდება ამ შემთხვევაში პროკურატურის გამოჩენა”,-აცხადებს გორის მერი.

მიმდინარე წელს ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 386 500 ლარით ფინანსდება.