წნორში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1123

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დასასვენებელი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სკვერში, კალათბურთის სათამაშო მოედანი, სკამები, სანაგვე ურნები, სასეირნო ბილიკი, საბავშვო ატრაქციონები და გარეგანათების თანამდროვე სისტემა დამონტაჟდება. ამასთან, პროექტის ფარგლებში, არსებულ შადრევანს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

პროექტი, რომლის ღირებულებაც 135 666 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.