18 მაისს საქართველოს ხუთ ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციებს გამართავენ

1253

ხვალ, 18 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციებს გამართავენ.

პრესკონფერენციების თემაა: 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივა.

ორგანიზაციები, ასევე, მიიღებენ მიმართვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისადმი. მიმართვის ტექსტი პრესკონფერენციების მიმდინარეობისას გამოქვეყნდება.

პრესკონფერენციები გაიმართება:

თბილისში – 11:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ N10);

თელავში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ვაჟა–ფშაველას ქ. N3);

გორში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (სტალინის ქ. N7);

ოზურგეთში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ჭავჭავაძის ქ. N14);

ზუგდიდში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის ქ. N52).