ქუთაისში გელათისა და კოსტავას ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა

1393

ქუთაისში მერაბ კოსტავასა და გელათის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის მიმართულებები შეიცვალა. ორივე ქუჩა ყველა ტიპის ავტომობილისთვის ცალმხრივი გახდა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ქალაქის ცენტრალური მოედნიდან საფიჩხიის მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია კოსტავას, ხოლო, საფიჩხიიდან ცენტრალურ ტერიტორიაზე – გელათის ქუჩიდან.

ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების განმარტებით, აკრძალვა თბილისის ქუჩის რეკონსტრუქციას უკავშირდება და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სამუშაოები არ დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც აკრძალვას არ დაემომრჩილება 50 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ 1 560 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებს კომპანია “საქმილსადენმშენი” ახორციელებს.

რეაბილიტაცია 3 თვეს გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფოტო: ქუთაისიპოსტი